უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

12 ივნისი, 2017 16:10
font-size

ქართული ფილმი `ჩემი ბედნიერი ოჯახი` საუკეთესო ევროპული ფილმის ტიტულისთვის იბრძოლებს

9 დეკემბერს, ბერლინი ევროპული კინოს დაჯილდოვების ცერემონიალს უმასპინძლებს, სადაც ცნობილი გახდება, თუ რომელი ფილმი მიიღებს წლის ევროპული ფილმის სტატუსს.

როგორც მედიანიუსს ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ევროპულმა კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციას Fipresci, სთხოვა დაესახელებინა ის ფილმები, რომლებიც ამ პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებდნენ.

რჩეულ კანდიდატებს შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მოხვდა.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მეორე ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში, ხოლო ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

მოგვიანებით ფილმი სოფიას კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდა, ხოლო ჰონ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი გადაეცა.

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ლეჩეს კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. საუკეთესო ფილმის წოდების გარდა იგი ფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის, FIPRESCI-ს პრიზის მფლობელიც გახდა.

გუშინ ფილმის "ჩემი ბედნიერი ოჯახი" საერთაშორისო ჯილდოებს ტრანსილვანიის კინოფესტივალზე კიდევ 2 პრიზი დაემატა : საუკეთესო ფილმისთვის და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (ია შუღლიაშვილი).

"ჩემი ბედნიერი ოჯახი" პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია "ნეტფლიქსმა" შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბერში იგეგმება.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი