რეგიონები
ქარხნებთან უკვე შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ - ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგება გაეცნო.
ლევან დავითაშვილმა რთველის საკოორდინაციო შტაბში, რეგიონის გუბერნატორისა და დაზარალებული მუნიციპალიტეტების მერებისგან სტიქიის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
საგანგებო თათბირზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ზარალის ანაზღაურებისა და ფერმერების დახმარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრის განმარტებით, ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებინ, თუმცა ქარხნებთან უკვე შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ.
"ზარალი დიდია. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ასეთ მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ფერმერებმა ნაწილობრივ გადარჩენილი ყურძნის ჩაბარება შეძლონ. სწორედ ამიტომ დღეს საგანგებოდ შევიკრიბეთ რთველის შტაბში. აქ ესწრება ყველა მონაწილე მხარე, არიან კომპანიების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი. ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი იმ კომპანიებთნ, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ. ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება. ფერმერები დილიდან უკვე დაიწყებენ გადარჩენილი ყურძნის დაკრეფას.
კარგი იქნება თუ აგროდაზვევით ისარგებლებენ ფერმერები და რაც უფრო მასშტაბური იქნება ეს, მით უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები იმოქმედებს. ჩვენ ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ნებისმიერ კულტურაში და განსაკუთრებით მევენახეებს, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი ბოლომდე გამოიყენონ.
ჩვენის მხრივ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


