რეგიონები
ქარისგან დაზიანებული სახურავების აღდგენით სამუშაოებს გუბერნატორი გაეცნო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წალენჯიხის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.
„მუშაობა სრული დატვირთვით მიმდინარეობს, გადახურვის სამუშაოები ხარისხიანად ტარდება, მთავრობამ დროულად გამოყო ფინანსური რესურსები, რათა აღმოფხვრათ ის ზარალი, რაც მოსახლეობას ძლიერი ქარის შედეგად მიადგა“ - განაცხადა გუბერნატორმა.
წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის გოგა გულორდავას, განცხადებით მრავალბინინი კორპუსების გადახურვის სამუშაოები ათ დღეში დასრულდევბა. იმ კერძო საცხოვრებელი სახლების მფლობელები კი ვისაც ქარმა სახურავები დაუზიანა გადასახური მასალით დაკმაყოფილდებიან.
წალენჯიხაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 564 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოიყო. რამდენიმე დღის წინ ძლიერმა ქარმა წალნჯიხასა და ჯვარში 12 მრავალბინინი კორპუსი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


