მოზაიკა
პუჩინის `ტოსკას` პრემიერა ლეგენდარული ტოსკას ცისანა ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნება
სიყვარულის ტრაგიკული ისტორია - ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“ თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე ბრუნდება. 5 აპრილს, ჯაკომო პუჩინის ოპერის „ტოსკა“ საპრემიერო სპექტაკლი ეძღვნება საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, ღირსების ორდენოსანის, შვაიცერის საპატიო ორდენის კავალერის - ცისანა ტატიშვილის ხსოვნას.
ულამაზესი სოპრანო 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლიანი კარიერის განმავლობაში, არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა ევროპის დიდ თეატრებში დარჩენილიყო, თუმცა თბილისის ოპერის თეატრი ერთადერთი იყო, რომელზეც ცისანა ტატიშვილმა არჩევანი გააკეთა.
სტიქიური ენერგია, ულამაზესი ხმა და ექსპრესია კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რის გამოც არაერთი მნიშვნელოვანი პარტია აქვს შესრულებული, როგორც თბილისის, ასევე მსოფლიოში ცნობილ საოპერო სცენებზე - ტოსკა, ეთერი, აიდა, ამელია, დეზდემონა, ლეონორა, სენტა, რენატა, ებოლი, ჰერტრუდა, სანტუცა, ლაურეტა, ამნერისი, სალომე და სხვა. ცისანა ტატიშვილი, რიხარდ შტრაუსის „სალომეს“ შესრულებისთვის მსოფლიოს საუკეთესო სოპრანოთა სამეულში დასახელდა. 2010 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


