რეგიონები
პრობლემები გადაწყვეტილია, მეშახტეებმა აქცია შეწყვიტეს -„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი
კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხდებით, მეშახტეების აქცია დასრულებულია. მისივე თქმით, შეთანხმება მიღწეულია.
„გუშინ საღამოსვე შეწყდა საპროტესტო აქცია. დღეს თავად მეშახტეების მცირე ჯგუფი შეიკრიბა ადგილზე და განუმარტეს დანარჩენებს საკითხი. მეშახტეების მხრიდან ორი ძირითადი მოთხოვნა იყო – ერთი ხელფასების გაცემა, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება ექსპერტების მხრიდან და ამის შემდეგ გამოვლინდება საშიში უბნები. იმ უბნებზე, რომელიც შედარებით უსაფრთხო იქნება, მუშაობა დეკემბერში განახლდება. ასე რომ, ორივე პრობლემა მოგვარებულია და შეთანხმებულია.
ჩვენი ორივე მოთხოვნა იყო შესრულებული. გუშინვე გამოვიდა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრი და თქვა, რომ ორივე საკითხი მოგვარებულია. ამიტომ, შახტთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრობლემა აღარ დაგვრჩა. იყო ხელფასის პრობლემა, რაც გადაწყვეტილია და მუშაობის პრობლემა – ესეც გადაწყვეტილია“, – განაცხადა ჯაყელმა.
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში გუშინ დილით ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. 25-მდე მეშახტე საწარმოო პროცესის აღდგენასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდა. ამ დროისთვის პროტესტი შეწყვეტილია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


