უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

23 აპრილი, 2018 14:45
font-size

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ ფილმებს 4 მთავარი ჯილდო გადაეცა

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 10 მთავარი ჯილდოდან ქართულ ფილმებს ოთხი პრიზი გადაეცა.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძეს, Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს, ხოლო Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო მურვანიძეს მინიჭეს ფილმისთვის “საშიში დედა“.

Tiantan Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მინდია ესაძემ მოიპოვა ფილმისთვის „დედე“;„საქართველო პეკინის საერთაშორსო კინოფესტივალთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს და იგი ფესტივალზე ყოველთვის ღირსეულად იყო წარმოდგენილი. შარშან კი ქართველმა კინემატოგრაფისტებმა, ისევე როგორც წელს, პეკინში 10 მთავარი ჯილდოდან ოთხი მოიპოვეს: კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის “ლუკა” გახდა. ამავე ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ლია კაპანაძე დააჯილდოვეს. ფილმს “სხვისი სახლი” ასევე ორი პრიზი ხვდა წილად – საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. რუსუდან გლურჯიძეს ჯილდო ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟან რენომ გადასცა, რომელიც 2017 წელს პეკინის კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრი იყო“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციაში.

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა. ფესტივალს, რომელმაც უკვე შეძლო სახელის მოპოვება და ყოველწლიურად ჩინური კინოინდუსტრიის წარმომადგენლების გარდა მას ჰოლივუდის რეჟისორები, მსახიობები და პროდიუსერები ესწრებიან.

ცირა გურგენიძე

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი