რეგიონები
პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს - გიორგი ბოტკოველი
ნაციონალური მოძრაობის თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.
როგორც ბოტკოველმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის დარღვევის ფაქტები, რაც ადამიანების ხმის მიცემის ფარულობის უფლების შეზღუდვას გულისხმობს.
„თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას“, - განაცხადა ბოტკოველმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი მოუწოდებს პედაგოგებს, არ გაითვალისწინონ ეს მოწოდებები და არჩევანი საკუთარი სურვილისამებრ გააკეთონ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


