რეგიონები
პანკისობა-2018 ჩაიშალა
„პანკისობა 2018“ ჩაიშალა.
სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი , მისი ოჯახი, ოჯახის ახლობლები და ადგილობრივები დილიდან სოფელ დუისის სასაფლაოსთან ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებდნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისობაზე მოსულ ხალხს მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ. მისი აზრით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვა არასწორია, რადგან ამ ადგილთან ახლოს მისი შვილია დასაფლავებული.
მისი თქმით, პანკისელებს სასიმღეროდ საქმე არ აქვთ, რადგან მისი შვილის საქმე არაა გამოძიებული.
„აქედან ორ მეტრში წევს დახვრეტილი მძინარე ბავშვი და დღეს მოვიდნენ მის ძვლებზე და სისხლზე სათამაშოდ. თუ ამდენი ადამიანობა გაქვთ, დამიდექით გვერდით, დაისაჯონ ის ნაძირლები, რომ მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც საფლავში დაასვენონ და საქართველომაც დაისვენოს. დასაჯონ გომელაური, დაისაჯოს გახარია, დაისაჯონ დამნაშავე სპეცრაზმელები“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ამასთან დაკავშირებით ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განაცხადა, რომ ამ ადგილზე „პანკისობა 2018“-ის გამართვა ადგილობრივებთან შეთანხმებული იყო და რომ სცოდნოდათ, ასეთ რეაქციას გამოიწვევდა, ღონისძიებებისთვის სხვა ადგილს შეარჩევდნენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


