რეგიონები
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმედ რჩება.
მაჩალიკაშვილს ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. მას გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მაჩალიკაშვილი ღრმა კომატოზური მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში და პანკისის ხეობის სოფლებში, ომალოსა და დუისში სპეცოპერაცია გუშინ ჩაატარა
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც ახმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში დაეხმარნენ.
სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
დაკავებულთა შორის არის თემირლან მაჩალიკაშვილიც. სუს-ის ინფორმაციით, პოლიცია იძულებული გახდა პროპორციული ძალა გამოეყენებინა, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


