რეგიონები
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს
პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოსა და დუისში სპეცოპერაციას 6-ზე მეტი სპეცრაზმელი სპეცოპერაციას ატარებდა.
სოფელ დუისში სპეცრაზმელები ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთან იყნენ მობილიზებული.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.
სპეცრაზმელებმა საკუთარ სახლში აიყვანეს ასევე, სოფელ ომალოში მცხოვრები ბადო ჩოფანაშვილი, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ახმეტ ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან.
ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია სავარაუდოდ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღი ამოიღესო. თუმცა ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და იარაღი არ ამოუღიათ. ცალსახად ჩატაევის საქმე უნდა იყოს იმიტომ, რომ ომალოელის დაკავების შემთხვევაში ამბობენ, რომ ის ბინის დაქირავებაში დაეხმარაო," - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები სულხან ბორძიკაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


