უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

18 ივნისი, 2018 14:20
font-size

ოზურგეთში ენმ საპრიოტესტო აქციას მართავს

ოზურგეთში საპროტესტო აქცია მიმდინაერეობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესიკ ქათამაძის მიმართ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების მიერ განხორციელებული ძალადობის გამო აქციის მონაწილეები, სამანდატო კომისიის შეკრებას და ინციდენტში მონაწილე დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ.

ენმ-ის რამდენიმე ლიდერი საკრებულოს თავმჯდომარეს ხვდება. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის თავდასხმაში მონაწილე პირების დასჯა. მათი თქმით, ბესო ქათამაძეს რამდენიმე დეპუტატი გაუსწორდა ფიზიკურად.

აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებენ, მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„შევიკრიბეთ და ვთხოვთ სამართალდამცავ უწყებებს და ხელისუფლებას, რომ დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც ასე ლაჩრულად, ტურებივით მომეპარნენ უკნიდან, მირტყამდნენ, თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, გამთიშეს და შემდეგ იძახიან, რომ ეს კი ვქენით, მაგრამ ვიღაც სხვისკენ იშვერენ ხელს, რომელიც დეპუტატი საერთოდ არ ყოფილა ამ პროცესში,“ - განაცხადა ქათამაძემ.

ოზურგეთში იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაც. ნიკა მელია ხელისუფლებას დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, რეალური თავდამსხმელები დროულად უნდა მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

აქციის პარალელურად საკრებულოს და მერიის შენობებთან სპეცრაზმია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი