რეგიონები
ოზურგეთის საკრებულოში მოშიმშილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა
ოზურგეთის საკრებულოს შენობაში მოშიმშილე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რადგან პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ბესო ქათამაძე შეუძლოდ გახდა. მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გასულ კვირას "ქართული ოცნების" წევრები ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოშიმშილეები რიგგარეშე არჩევნებზე საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას, ასევე ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


