უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

21 ოქტომბერი, 2016 13:00
font-size

ოთხ საარჩევნო უბანში ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება

ჩაშლილ საარჩევნო უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება. საუბარია, ზუგდიდისა და მარნეულის რამდენიმე უბანზე.

ცესკოს ინფორმაციით, კენჭისყრა მარნეულში ერთ, ზუგდიდში კი სამ უბანში გაიმართება.

პროცედურებთან დაკავშირებული განმარტებები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გაააკეთა.

მისი თქმით, განმეორებითიკენჭისყრისთვის სამზადისი უკვე დასრულებულია.

„ხვალ განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება ოთხ საარჩევნო უბანზე. ზუგდიდში ორ სოფელში ტარდება არჩევნები, ერთი არის განმუხურის სოფელი, სადაც არის ერთი საარჩევნო უბანი, ხოლო ორი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ჯიხაშკარში. რაც შეეხება მარნეულს, იქ ერთი საარჩევნო უბანი არის განთავსებული სოფელ ყიზილაჯლოში, ეს არის #48-ე საარჩევნო უბანი, სადაც ის ცნობილი პროცესები განვითარდა. იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებით კენჭისყრაზე მიღებული შედეგების მიხედვით შესაძლებელი იქნება, რომ პირველივე ტურში გამოვლინდეს გამარჯვებული, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღარ გაიმართება მეორე ტური, თუმცა, თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს, ამ შემთხვევაში დანიშნული იქნება არჩევნების მეორე ტურები“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი