უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

25 ივნისი, 2022 14:03
font-size

ორთოპედიული მაღაზია “ახალი ხედვის” უპირატესობები

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სერვისების გაუმჯობესება, ასორტიმენტის განახლება და ინოვაციური მიდგომების - სამედიცინო ჯგუფი ამ მიმართულებით ლიდერია. გარდა ამისა, “ახალი ხედვა” არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი

კომპანია “ახალ ხედვაში” ორთოპედიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია. ეს სამედიცინო დანიშნულების ნივთები, ძირითადად, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმირებისა და დაზიანებების მკურნალობის ან მათი პროფილაქტიკის დროს გამოიყენება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

- ორთოპედიული ფიქსატორები - არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.

- ორთოპედიული ბალიშები - ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვისა და ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის სწორ პოზიციონირებას, ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეასრულოთ და თავიდან აირიდოთ კუდუსუნისა და წელის ტკივილი.

- სუპინატორები - არსებობს მყარი და სილიკონის სუპინატორები. ამ პროდუქტებს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია საბავშვო სუპინატორებიც.

აღსანიშნავია, რომ "ახალი ხედვა" მომხმარებელს ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შედეგად ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი სუპინატორი განსაკუთრებულად ეფექტურია ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის.

ცნობილი ბრენდების მაღალხარისხიანი პროდუქცია

სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. “ახალი ხედვის” ფილიალებში Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის , Darco-ს, Bauerfeind-ისა და Berger-ის პროდუქციას შეხვდებით. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ ორთოპედიულ პროდუქტს, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. სამედიცინო ჯგუფი ასევე არის შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Sigvaris უკვე 150 წელი არსებობს და გლობალური ბაზრის ლიდერი კომპანიაა კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში.

ფილიალები საქართველოს მასშტაბით

სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ონლაინ მეთოდითაც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი