რეგიონები
ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის მიმართ სისტემატიური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ხ. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხონის რაიონში თ.ხ. 2018 წლის 10 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით სისტემატიურად სცემდა და ძალადობდა 6 თვის ორსულ მეუღლეზე, რა დროსაც ახსენებდა, რომ მისი საჩივრის საფუძველზე ის 2018 წლის 17 აპრილს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს. თ.ხ. დაზარალებულს გამუდმებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ რამდენჯერაც მის გამო ციხეში გატარებული თვეები გაახსენდებოდა, იმდენჯერ სცემდა მას. თ.ხ.-ს მხრიდან განხორციელებული ინტენსიური ხასიათის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად ც.წ.-მ ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა თ.ხ. 2018 წლის 15 ივნისს დააკავეს. სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარუდგინა. თ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თ.ხ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


