რეგიონები
ორი დაღუპული და ორი დაშავებული - ავარია ბათუმში
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდა ქალი კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
მედიკოსების განცხადებით, მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა.
გარდაცვლილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კიდევ ორი მგზავრი დაშავდა. პაციენტების მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


