მოზაიკა
ოქსფორდის ლექსიკონმა 2017 წლის სიტყვა დაასახელა
ოქსფორდის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექსიკონის მთავარი სიტყვა 2017 წელს გახდა ტერმინი „youthquake“, რაც ნიშნავს კულტურულ, პოლიტიკურ ან სოციალურ ცვლილებას, რომელზეც ზეგავლენა ახალგაზრდებმა მოახდინეს.
ლექსიკონის რედაქტორების ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით 2017-ში ამ სიტყვის გამოყენება 5-ჯერ გაიზარდა.
„youthquake“ ორი დამოუკიდებელი სიტყვისგან „youth“ (ახალგაზრდობა, ახალგაზრდა ხალხი) და „earthquake“ (მიწისძვრა) არის წარმოებული. ეს ტერმინი პირველად, 1965 წელს გამოიყენა ჟურნალ ვოგის მთავარმა რედაქტორმა დიანა ვრილანდმა.
2017 წელს ამ სიტყვას ხშირად იყენებდნენ ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთში, რაც უკავშირდება კონსერვატორული პარტიის წარუმატებლობას საპარლამენტო არჩევნებზე. ლეიბორისტების გამარჯვება ახალგაზრდების მხარდაჭერას მიაწერეს.
2016 წელს ოქსფორდის ლექსიკონის შემდგენელებმა წლის სიტყვად დაასახელეს ტერმინი post-truth (პოსტსიმართლე), 2015 წელს კი ეს ტიტული სიტყვა „ემოჯიმ“ ( სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიმბოლოა) მიიღო.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


