უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

25 თებერვალი, 2017 16:45
font-size

,,ოქროს საჭე 2016’’-ზე 2 ნომინაციაში ,,ომეგა ავტო ჯგუფის” ოფიციალურ წარმომადგენლობაში მყოფმა ავტომობილებმა გაიმარჯვეს

ჟურნალმა ,,ავტო ბილდ საქართველომ’’ 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები 5 მონიმაციაში გამოავლინა.

,,ოქროს საჭე 2016’’-ის დაჯილდოვების ცერემონიალს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრმა ,,მუზამ’’ უმასპინძლა.

საავტომობილო ოსკარებზე წარდგენილი 5 ნომინაციიდან 2-ში გამარჯვება ,,ომეგა ავტო ჯგუფის” ოფიციალურ წარმომადგენლობაში მყოფმა ავტომობილებმა მოიპოვეს.

საშუალო და დიდი კროსოვერების კლასში Maserati Levante-მ გაიმარჯვა.

,,ავტომობილების წლევანდელ დაჯილდოვებაზე წარმოვადგენ კომპანია ,,ომეგა ავტო ჯგუფს’’, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ ,,მაზერატის’’ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. გაიმარჯვა ,,მაზერატი ლევანტემ.’’ დიდი მადლობა ყველას ამისთვის, ვინც ხმა მისცა.

ქართველ მოსახლეობას და არამარტო მათ, საშუალება ეძლევა ჩვენს შოურუმში იხილონ და დატკბნენ, შეიძინონ და გახდნენ მფლობელები ამ შესანიშნავი ავტომობილის, როგორიც გახლავთ ,,მაზერატი ლევანტე’’ და არამარტო, ასევე კვადროპორტე, გიბლი და ცოტა ხანში ,,მაზერატი’’ კიდევ ახალი მოდელებით გაგვანებივრებს’’, - განაცხადა ,,მაზერატის’’ მარკეტინგის მენეჯერმა, დიმიტრი მოდრეკელიძემ.

სპორტული ავტომობილების კლასში კი, ,,ომეგა ავტო ჯგუფის” ოფიციალურ წარმომადგენლობაში მყოფმა კიდევ ერთმა ავტომობილმა - ,,BMW M 2-მა’’ გაიმარჯვა.

,,BMW იყენებს ძალიან მაღალ ტექნოლოგიებს და ეს მაღალი ტექნოლოგიები ჩართულია მის ყველა პროდუქტში. შესაბამისად, BMW ყოველ წელს უფრო უკეთეს პროდუქტს ქმნის’’, - განაცხადა ,,ომეგა მოტორსის’’ მენეჯერმა აკაკი ენუქიძემ.

2016 წლის ,,ოქროს საჭის’’ მფლობელი კი, ავტომბრბოლელი დავით ქაჯაია გახდა.

ჟურნალი ,,ავტო ბილდ საქართველო’’ 2008 წლიდან გამოდის და მსოფლიოს ნომერ პირველ საავტომობილო ჟურნალის ,,ავტო ბილდის’’ ლიცენზირებული გამოცემაა.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი