რეგიონები
ონში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საბავშვო ბაღის ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების ეზოების ნაწილი დაიტბორა
ონში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
ონის გამგებლის გიორგი ლობჯანიძის ინფორმაციით, ადგილობრივი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა. განსაკუთრებით დაზიანდა ქალაქ ონის მარცხენა სანაპირო.
დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, პარკისა და საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, საცხოვრებელი სახლების ეზოების ნაწილი.
ონის გამგებლის განცხადებით, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.
ნინო ექვთიმიშვილი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


