მოზაიკა
,,ომეგა მოტორსმა’’ MINI-ს ტესტ დრაივი მოაწყო
BMW-სა და MINI-ს ოფიციალური იმპორტიორმა საქართველოში, „ომეგა მოტორსმა“ MINI-ს გულშემატკივრებისთვის სანაყინე „მორელისში“ ტესტ დრაივი მოაწყო.
როგორც ,,ომეგა მოტორსის’’ მარკეტინგის მენეჯერმა, ეკა იჩკიტიძემ განაცხადა, „ომეგა მოტორსის“ პროფესიონალთა გუნდი მზად არის ყველა მსურველს დეტალურად გააცნოს ახალი MINI Clubman-ის მახასიათებლები.
,,დღეს ,,ომეგა მოტორსი’’ ტრადიციულად MINI-სთვის ჩვეულ მეგობრულ გარემოში მართავს შეხვედრას და ჩვენი მასპინძელი გახლავთ კაფე-სანაყინე ,,მორელის ჯელატო.’’
დღევანდელი შეხვედრა გამოირჩევა თავისი განსაკუთრებულობით, რომლის სლოგანია „მართე და დარწმუნდი“.
ავტომოყვარულებს საშუალება მიეცათ გამოეცადათ MINI-ს უპირატესობა ქალაქის ქუჩებში მოძრაობისას და თავად დარწმუნებულიყვნენ გერმანული ტექნოლოგიისა და ბრიტანული დიზაინის განსაკუთრებულობაში’’, - განაცხადა ეკა იჩკიტიძემ.
MINI-ს ტესტ დრაივში მონაწილეობის მსურველებს სანაყინე ,,მორელისში’’ დახვდათ სასიამოვნო გარემო და გემრიელი ა-ლა ფურშეტი.
,,დღეს კაფე-სანაყინე მორელის ჯელატომ უმასპინძლა კომპანია ,,ომეგა მოტორს,’’ რომელმაც გამართა მორიგი შეხვედრა MINI-ს ავტომოყვარულთათვის სლოგანით - „მართე და დარწმუნდი“.
კაფე-სანაყინე ,,მორელის ჯელატო,’’ გახლავთ ადგილი სადაც საუკეთესო იტალიური ნაყინსა და სხვა განსაკუთრებულ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს’’, - განაცხადა კაფე-სანაყინე ,,მორელის ჯელატოს’’ პროექტის მენეჯერმა, დიმიტრი მოდრეკელიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


