უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 ივნისი, 2017 16:23
font-size

,,ომეგა მოტორსმა’’ ბათუმში BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრი გახსნა

ბათუმში, ,,ომეგა მოტორსის’’ შოურუმის გახსნის გრანდიზოული ცერემონიალი გაიმართა.

BMW-სა და MINI-ს სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიის განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ: აფრიკის, კარიბისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი, დოქტორი თომას რინი, ამავე რეგიონის გაყიდვების დირექტორი, კონრად ბაუმგარტნერი, მინის დირექტორი, ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი, ვიქტორ აიზენბრაუნი.

,,ომეგა მოტორსის’’ შოურუმი ოფიციალურად ლენტის გაჭრით გახსნეს ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელმა, აჭარის უმღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, ზურაბ პატარაძემ და აფრიკის, კარიბისა და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის მმართველმა დირექტორმა, თომას რინიმ.

ლენტის გაჭრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ახლად გახსნილი ,,ომეგა მოტორსის’’ ულტრათანამედროვე შოურუმიდან სიტყვით მიმართა ზაზა ოქუაშვილმა. მან თავის სიტყვაში ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა მარკის ავტომობილებისთვის სერვისცენტრის გახსნაც დაანონსა.

ამასთან, ზაზა ოქუაშვილი აღმოჩნდა ,,ომეგა მოტორსის’’ ბათუმის შოურუმში პირველი მყიდველი, რომელმაც ავტომობილი BMW X1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს უსახსოვრა.

,,დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო მთავრობის მეთაურო, ბატონო მერო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, დღეს ,,ომეგას’’ კომპანიისთვის დიდი დღეა, წარმატების აღნიშვნა - ეს არის ახალი ცენტრის გახსნა ჩვენ საყვარელ ქალაქში- ბათუმში, აჭარაში.

BMW-სა და MINI-ს სახელები, გერმანული და ინგლისური წარმატებული უდიდესი ბრენდები შემოვიყვანეთ აჭარაში. მოხარული ვართ ამით და უფრო მეტად გვიხარია, რომ ამ წარმატებას, ამ სიხარულს ჩვენთან ერთად იზიარებთ თქვენ.

ჩვენთან არიან აგრეთვე სტუმრები გერმანიიდან. მათ გრძელი გზა გამოიარეს ბატონი დოქტორ თომას რინის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელმძღვანელობს ნახევარ მსოფლიოში BMW-ს , ასე ვთქვათ, უფრო მეტს. ჩათვალეს საჭიროდ, რომ მათი მთელი ხელმძღვანელობა ჩამოსულიყო და დასწრებოდა ამ წარმატებულ დღეს.

,,ომეგამაც’’ გრძელი გზა გამოიარა. ჩვენ BMW-სა და MINI-სთან დავდეთ ხელშეკრულება 1998 წელს, 2000 წელს უკვე გავაკეთეთ ცენტრი თბილისში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი და შეიძლება ერთადერთი იმ დროისთვის. თბილისში ახლა თითქმის ყველა მულტინაციონალური ბრენდი არსებობს. ვიმედოვნებ, რომ ამ ჯანმრთელ შეჯიბრში ჩვენ გამოგვყვებიან სხვა მეწარმეებიც და ამით მოიგებს ქალაქი, ქვეყანა, ჩვენი ხალხი. იქნება პრესტიჟი, იმიჯი, წარმატება, მეტი სამუშაო ადგილი და განათლება.

ჩავაყენე საქმის კურსში მთავრობა, მთავრობის მეთაური და ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე თვეში სერვისის ცენტრის გახსნას აგრეთვე, რომელიც მათი დახმარებით, მათი მხარდაჭერით აუცილებლად, მოემსახურება ყველა ავტომობილს - BMW-ს და MINI-ს და ყველა დანარჩენ ავტომობილს.

ავაშენეთ ჩვენ, გავაკეთეთ ჩვენ ეს შენობა, ჩვენ თვითონ, ,,ომეგას’’ ძალებით. გერმანული არქიტექტურით და ბრიტანული ხედვით შევკრიბეთ ეს ყველაფერი ერთად.

მე გადავწყვიტე და ვეცადე, რომ ვყოფილიყავი პირველი შემძენი ბათუმში BMW-ს ავტომობილისა. შევიძინე დღეს ავტომობილი X 1 გარკვეული მიზნებისთვის. ეს მინდა, მთავრობის თანხმობით გადავცე უზენაეს საბჭოს, რომელმაც გარკვეულწილად იზარალა რამდენიმე თვის წინ და ეს არის ჩვენი მხარდაჭერა, რომ მეტი გავაკეთოთ და მეტი შევქმნათ. ეს არის მხარდაჭერა, როგორც მორალური, ისე მომავალი მიზნებისთვის.

იქნება ქველმოქმედება, იქნება ტურიზმის მხარდაჭერა. ყველაფრისთვის მზად ვართ, როცა ასეთი მხარდაჭერა გვაქვს ადგილობრივი მთავრობის, ხალხისა, ომეგელების და ყველა თქვენგანის’’, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას და პირადად ზაზა ოქუაშვილს სიტყვით მიმართა რეგიონის მენეჯერმა ვიქტორ აიზენბრაუნმა.

,,ბატონო ზაზა ოქუაშვილო, ჩვენ ვამაყობთ თქვენით და იმით, რაც შექმენით აქ მოკლე ვადებში. თქვენ შეასრულეთ BMW-ს ყველა გეგმა, თქვენ ინვესტიციას დებთ მომავალში, ინვესტიციას დებთ BMW-ს ბრენდში და ასევე MINI-ს ბრენდში. BMW-ს და MINI-ს ავტომობილები ამიერიდან არამხოლოდ თბილისშია, არამედ დღეიდან ბათუმშიც, ამ შესანიშნავ ცენტრში. თქვენი ცენტრი შესაბამისობაშია BMW-ს კონცენრნის ყველა თანამედროვე სტანდარტთან და ითვლება ყველაზე თანამედროვედ არამარტო ბათუმში, არამარტო თბილისში, არამარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. მადლობა თქვენ, ზაზა!’’ - მიმართა ზაზა ოქუაშვილს აიზენბრაუნმა და სამახსოვრი დაფა გადასცა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

,,დღეს ჩვენ ვხედავთ ნამდვილად საერთაშორისო დონის სტანდარებით აგებულ, აშენებულ, მოწყობილ ძალიან კარგ შოურუმს. დამერწმუნეთ, ეს შოურუმი, ზოგადად BMW - ცნობადი ბრენდი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას, ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრნი ჩვენი მკვიდრი და ქალაქის სტუმარი ისარგებლებს თქვენი სერვისებით’’, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და ,,ომეგა მოტორსს’’ წარმატება უსურვა.

მედიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ BMW-სა და MINI-ს განსაკუთრებულ ავტომობილებს და მათ ტექნოლოგიურ სიახლეებს.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი