ეკონომიკა
,,ომეგა ჯგუფი“ კიდევ ერთხელ ამხელს ფინანსთა სამინისტროს არაკომპეტენტურობასა და ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებაში (ვიდეო)
თუკი ბიუჯეტი ასე ანაღვლებთ, ,,ომეგა“ ითხოვს, მოგვეცით გრაფიკი და იმის საშუალება, რომ გადავიხადოთ დავალიანება. 2,5 თეთრს თუ გადავიხდიდით კოლოფიდან, მაშინ აღარ ჰქონდა ბიუჯეტს მნიშვნელობა თუ მაშინ სხვა ბიუჯეტს ჰქონდა მნიშნველობა, რომელიც პარტიის ბიუჯეტია , - განაცხადა ,,ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ,,იბერიასთან“ სატელევიზიო ჩართვაში, სადაც კომპანიის ვალის დაგროვების მიზეზებზე ისაუბრა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
,,ომეგა ჯგუფი“ კიდევ ერთხელ ამხელს ფინანსთა სამინისტროს არაკომპეტენტურობასა და ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებაში.
აღდგომელაშვილის განმარტებით, ვალების დაგროვების ერთადერთი მიზეზი სამინისტროს პოზიცია იყო, რომელმაც ,,ომეგას“ პრობლემები ხელოვნურად შეუქმნა.
ვალების დაგროვების მთავარი მიზეზი კი, ფაბრიკის რამდენჯერმე გაჩერება გახდა.
,,რა თქმა უნდა, ყოველი გაჩერების დროს კომპანია უკვე მიმდინარე გადასახადსაც ვეღარ იხდის. მანამდე იხდიდა მიმდინარე გადასახადებსაც, უბრალოდ ძველ დაგროვილს ვეღარ ერეოდა და შემდეგ ხდებოდა კომპანიის ქონების დაყადაღება, ინკასოს დადება “, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის კომისიის შეკრების მიზანშეწონილობის საკითხი საერთოდ არ დამდგარა.
,,დიდი ბოდიში მაგრამ, ვალის რესტრუქტურუზაციის მიზანშეწონილობას კომისია სწავლობს და კომისიის შეკრების მიზანშეწონილობას ვინ სწავლობს, მაშინ ესეც განგვიმარტოს შემოსავლების სამსახურმა თუ ფინანსთა სამინისტრომ“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
მისი შეფასებით, შემოსავლების სამსახურის გუშინდელმა განცხადებამ იმაზე მეტი შეკითხვა დაბადა, ვიდრე აქამდე იყო.
საკვანძო სიტყვები:
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
27 თებერვალი, 2026 , 12:06
იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.2 პროცენტით შემცირდა -საქსტატი
13 თებერვალი, 2026 , 12:30
2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
20 იანვარი, 2026 , 13:41
„იგლ ჰილსის“ პროექტის სამშენებლო ეტაპზე 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 4 მილიარდ დოლარამდე ეკვივალენტის საგადასახადო შემოსავლების მობილიზება - მოჰამედ ალაბარი
14 იანვარი, 2026 , 08:54
ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
31 დეკემბერი, 2025 , 12:27
ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსზე“ - მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას ეს ერთი კონკრეტული ინვესტიცია, რაც შეეხება ბიუჯეტს, საშუალოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მინიმუმ 700 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ბიუჯეტს
29 დეკემბერი, 2025 , 10:09


