რეგიონები
ოკუპაციის შესახებ კანონი, ზოგიერთ მუხლში, საჭიროებს გაუმჯობესებას - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ზოგიერთ მუხლში, გაუმჯობესებას საჭიროებს.
ამის შესახებ წულუკიანმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„ოკუპაციის შესახებ კანონი, ზოგიერთ მუხლში, საჭიროებს გაუმჯობესებას. იმისთვის, რომ სხვებს შორის ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული. რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო,
ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს - არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მათთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“,-განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის ხელახალ მოსმენას.
საქმე ეხება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, პირს, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს გადაკვეთს, სასჯელის სახით არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს, ხოლო მეორე ჯერზე უკვე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


