რეგიონები
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი - იაკობ ბლუაშვილი დააკავეს. მას არასრულწლოვნების თანდასწრებით ცოლის ცემაში ადანაშაულებენ.
იაკობ ბლუაშვილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძმასთან ერთად დააკავეს, რომელსაც ასევე რძლის ცემა ედება ბრალად.
შემთხვევა ცხრა აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებისას ორივე მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
13 აპრილს მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს,რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


