რეგიონები
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი ცაგერისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ ნოტარიუსებს ეწვია და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
ნიტარიუსთა პალატის ინფორმაციით, ცაგერს ნოტარიუსი 8 წლის განმავლობაში არ ჰყავდა. სანოტარო მომსახურება მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, გახდა შესაძლებელი. ვანშიც ნოტარიუსი 2016 წლიდან, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დაინიშნა.
რეფორმის შედეგად ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი არ იყო და სამი წლის განმავლობაში ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
დღეს სანოტარო მომსახურება უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს ახლად დანიშნულ ნოტარიუსთათვის საქმიანობაში ხელის შეწყობა წარმოადგენს. იგი ადგილზე ეცნობა კოლეგების საქმიანობას, პრობლემებს და ეხმარება მათ ამ პრობლემების მოგვარებაში. მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში სანოტარო ბიუროების სრულფასოვან მუშაობას შეუწყობს ხელს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


