რეგიონები
ნოტარიუსთა პალატამ აქციის „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ ფარგლებში მუხაესტატეში შეხვედრა გამართა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის.
როგორც მედიანიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან აცნობეს, შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება.
პირველი აქცია დღეს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა.
ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების, ხშირად ელემენტარულისაც, არცოდნა წარმოადგენს. მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ მემკვიდრეობაზე, როგორ და რა ვადაში უნდა მიიღონ სამკვიდრო მოწმობა, რომელი ხელშეკრულების გაფორმება სჯობს, იმისთვის, რომ მათი ქონება მეტად იყოს დაცული, რა ქონებრივი უფლებები აქვთ ქორწინების განმავლობაში ან განქორწინებისას...
ნოტარიუსებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს საკუთარ უფლებები და ვალდებულებები გარიგებების გაფორმების, მემკვიდრეობის მიღების დროს. რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა. მოსახლეობა სამართლებრივ კონსულტაციებს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც მიიღებს.
აქცია სექტემბრამდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


