უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2017 12:55
font-size

ნორიოში ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზი გაიხსნა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ძიუდოს დარბაზის გახსნაში, თავად სპორტსმენთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს პარლამეტის წევრმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში შოთა ხაბარელმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ძიუდოში - ზურაბ ზვიადაური, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ამირან ტოტიკაშვილი, საქართველოს ნაკრების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები - რევაზ ჯაველიძე, შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა.

ნორიოს ძიუდოს დარბაზის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ ჯამში 470 000 ლარი შეადგინა.

ძიუდოს სპორტული დარბაზი 300-მდე ახალგაზრდას მოემსახურება. დარბაზი, რომლის ფართობი 370 კვ. მეტრია, 200-ზე მეტ მაყურებელს იტევს.

პროექტის ფარგლებში, სპორტულ დარბაზში მოეწყო გათბობის სისტემა, წყალგაყვანილობა და ვენტილაცია. კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელები და საშხაპეები, ასევე იფუნქციონირებს ტრენაჟორების ოთახი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ნორიოდან გახლავთ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის სამგზის და ასევე არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული - ავთანდილ ჭრიკიშვილი. ოქტომბრის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე სპორტული დარბაზი გაიხსნა, ძიუდოს ახალი დარბაზი ნორიოს გარდა, ასევე სართიჭალაშიც აშენდა.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი