მოზაიკა
ნინო ლეჟავა ბათუმში იმღერებს და ხოსე კარერასის მასტერკლასისთვის მომღერლებს შეარჩევს
ცნობილი ქართველი სოპრანო, " რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს" სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის (იტალია, ქ. პეზარო) სამხატვრო დირექტორი ნინო ლეჟავა თბილისშია.
ნინო ლეჟავა 25 ოქტომბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავს.
კონცერტს უდირიჟორებს ბელგრადის სახელმწიფო საოპერო თეატრის დირექტორი დეჟან სავიჩი, რომელიც ბათუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.
კონცერტი ეძღვნება ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსებიდან 40 წლისთავს.
ცნობილი სოპრანო ნინო ლეჟავა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად იმღერებს.
26 ოქტომბერს კი ნინო ლეჟავა ზ. ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასს გამართავს და გამოჩენილი ესპანელი მომღერლის ხოსე კარერასის მასტერკლასისთვის, რომელიც იტალიაში, ქ. პეზაროში, როსინის სახელობის კონსერვატორიაში, 19-დან 26 იანვარს გაიმართება. ახალგაზრდა მომღერლებს შეარჩევს.
ასევე, ერთ საუკეთესო მომღერალს ნინო ლეჟავა გადასცემს მასტერკლასზე უფასო მონაწილეობის უფლებას.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


