რეგიონები
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჯვრის უღელტეხილზე მყოფი ავტომანქანების დასახმარებლად კობის მხრიდან ოპერატიულად მივიდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ეკიპაჟი, გუდაურის მხრიდან კი გზის გასაწმენდად შევიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გრეიდერი.
„ამ დროისთვის ყველა მგზავრი გადმოყვანილია გუდაურის მიმართულებით და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სპეცტექნიკასთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20-მდე მაშველი“, - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროება არ არის, თუმცა დაწესებული რეჟიმები ძალაში რჩება.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


