უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 თებერვალი, 2018 12:30
font-size

მთის კურორტებზე მინი საბაგიროები დამონტაჟდება

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია საქართველოში მინი საბაგიროებს ამონტაჟებს.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთი საბაგიროების ფასი დაახლოებით, 25 ათასი ევროა. მისი განცხადებით, საპილოტე პროექტი სვანეთში მიმდინარეობს.

„მინდა, სასიამოვნო სიახლე გამცნოთ – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების და განვითარების კომპანიის მიერ ჩვენი ქვეყნის მაღალმთიანეთში წამოწყებული პროექტი.

მოგეხსენებათ, მთის კურორტებზე ვამონტაჟებთ საკმაოდ ძვირად ღირებულ საბაგირო გზებს და ეს ზამთრის ტურიზმის განვითარებისთვის და ზოგადად, ტურზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ, სულ გვესმის, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და თანდათანობით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს, რომ კურორტებით ისარგებლოს, ჩვენ ვიწყებთ და დავიწყეთ სოფლებში მინი საბაგირო გზების დამონტაჟება, ჩვენმა ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ აღმოაჩინა გერმანელი მწარმოებელი, რომელიც მინი საბაგიროებს აწარმოებს.

ეს არ ჯდება ძვირი, დაახლოებით 25 ათასი ევროს ფარგლებშია თითო ასეთი საბაგიროს ფასი, არის 200-300 მეტრის სიგრძის.

სვანეთში დავიწყეთ საპილოტე პროექტი, უშგულში, უშხვანარში, მაზერში, ეცერში, დაბა ლენტეხში უკვე დავამონტაჟეთ ასეთი საციგურაო საბაგირო გზები და ვერ წარმოიდგენთ, რამხელა პოპულარობით სარგებლობს, ყველა ბავშვს შეუძლია ისარგებლოს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მინი საბაგიროები ძალიან მარტივი კონსტრუქციაა.

„ამას ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად მთიან რეგიონებში, სადაც გვაქვს თოვლი, არის აღმართი და დაღმართი. ამის გაკეთება შეიძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ბავშვების გაჯანსაღებისა და იმისთვის, რომ ეს ბავშვები მოემზადონ, გაიზარდონ და გახდნენ ისეთივე სასახელო ოლიმპიელები, როგორიც გვყავს კორეაში, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სოფლებში, სადაც ცხოვრობენ. მინიმუმ გაიზრდებიან ჯანმრთელები და ექნებათ გართობის საშუალება ზამთარში. მთა არის ჩვენი სიმდიდრე და შესაძლებლობა იმისათვის, რომ მთელი ქვეყანა დავმუხტოთ და რეალიზება გავუკეთოთ ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.

ზაფხულში ვაპირებთ სასეირნო, მთამსვლელებისთვის ბილიკების მოწყობას და მის გასწვრივ საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სადაც ადგილობრივები დასაქმდებიან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი