უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

25 იანვარი, 2017 15:05
font-size

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ -ტარიელ ხეჩიკაშვილი -

საქართველოში მსოფლიო რაგბის წარმომადგენელი ინგლისელი სპეციალისტები 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან.

ჩამოსვლის მიზეზი 2017 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის მიმდინარე სამზადისის და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პროცესის გაცნობაა.

როგორც სპორტისა და ახალგაზროდბის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩატარდეს.

„მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ. სპორტისა და რაგბის მოყვარულებს მართლად დიდი ზეიმი ელით. ჩვენ, საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ზეიმი შედგეს და საქართველო კიდევ უფრო ღირსეულად წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ.“ - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსოფლიო რაგბის ტურნირების ინპექტირების ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

მსოფლიო რაგბის ტურნირების ტექნიკურ დირექტორის საიმონ ქიბლის განცხადებით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ

ქუთაისის სარაგბო ბაზა მოინახულა, ასევე შემოწმდა თუ როგორ მიმდინარეობს მოედნების კეთილმოწყობის სამზადისი.

„საქართველოს რაგბის კავშირი მართლაც განსაკუთრებული მონდომებით მუშაობს და ბრწყინვალედ ართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს. რა თქმა უნდა, სამინისტროს მხარდაჭერა იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩემპიონატი ძალზე წარმატებული იქნება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის, დასახულ მიზნებს გეგმაზომიერად მივყვებით და გვჯერა, რომ საუკეთესო ჩემპიონატი გველის, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება“,-აღნიშნა ქიბლიმ.

20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება მსოფლიოს 12 უძლიერესი ნაკრების მონაწილეობით.

ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს C ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.

ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი