უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 ნოემბერი, 2017 17:20
font-size

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ,, ლეონარდო და ვინჩი“ გამოფენა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

ხვალ, 3 ნოემბერს, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში იმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი - გამოვლინდება გრანპრის, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები.

კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება 14:00 საათზე, ხოლო დაჯილდოების ცერემონია - 16:00 საათზე. კონკურსი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2010 წლიდან. ამ დროიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 368 საკონკურსო განაცხადი, რომელთაგან 49 პროექტმა გაიმარჯვა და გამოგონებად ჩაითვალა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და ჯილდოებით. გამარჯვებული ოთხივე პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიებას დაესწრებიან, მოსწავლე-გამომგონებლებს მიულოცავენ და ჯილდოებს გადასცემენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე და „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა VII ტრადიციული კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კონკურსი ხორციელდება ორი მიმართულებით: სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით. წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა, რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები, ფიზიკა და ასტრონომია, გარემოსდაცვითი ინჟინერია, დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია, ბიოლოგია, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები და სხვა.

გამოგონებად ჩაითვლება იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმისა (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალიწინებით.

2017 წლის გამოცხადებულ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსზე „ლეონარდო და ვინჩი“ წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოფენილი იქნა „თიბისი ბანკში“. 44 საკონკურსო განაცხადიდან 20 განაცხადი წარდგენილია საქართველოს რეგიონებიდან (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო 27 თბილისიდან.

საკონკურსო გამოფენაზე (კონკურსის დასკვნით ეტაპზე) კონკურსში შერჩეული კონკურსანტები საკონკურსო კომისიის წინაშე წარდგებიან ხანმოკლე პრეზენტაციით თავიანთი გამოგონების შესახებ. საკონკურსო კომისია გამოფენაზე გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს.

კერძოდ, გამოვლინდება ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდება 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის.

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი