რეგიონები
მოხის სკოლის მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ
პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი მოხის საჯარო სკოლაში საპროტესტო აქციის მონაწილე მოსწავლეებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სოფელ მოხიში პრეზიდენტის დავალებით ჩავიდა და საჯარო სკოლის მუსლიმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც ორი დღეა სკოლაში საპროტესტო აქციებს მართავენ.
როგორც მოსწავლეებმა სოფიო შამანიდს განუცხადეს, დირექტორის მხრიდან მუსლიმი გოგონასთვის თავსაბურავის მოხდის მითითებით დირექტორმა მუსლიმი აღმსარებლობის მოსწავლეებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მათი დისკრიმინაციაა, - იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური.
სოფიო შამანიდი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ სკოლის დირექტორსაც შეხვდა.
ერთი მხრივ, სკოლის მოსწავლეებმა სოფიო შამანიდთან შეხვედირს შემდეგ სასწავლო პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მეორე მხრივ კი, სკოლის დირექტორმა სოფიო შამანიდს აღუთქვა, რომ მსგავს ინციდენტებს სკოლაში ადგილი აღარ ექნება.
„ძალიან სასიამოვნო ტენდენცია შევნიშნე აქ, მოხიში, რომ სკოლის მოსწავლეებს შეძლებიათ საკუთარი უფლებების თავად დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
დღეს მე შევხვდი ძალიან ჯანსაღად მოაზროვნე ჭკვიან ახალგაზრდებს. მეტიც, ისინი კონსტიტუციით მესაუბრნენ, ისინი იცნობენ საქართველოს კონსტიტუციას და იციან საკუთარი უფლებების შესახებ და შეუძლიათ კარგად დააფიქსირონ პოზიცია“, - აღნიშნა სოფიო შამანიდმა შეხვედრის შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


