რეგიონები
მოღალატე! - ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილს შეძახილებით შეხვდნენ
„მოღალატე! მოღალატე!“ - ამ შეძახილით შეხვდნენ მოქალაქეები პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ახალქალაქის თეატრის შენობასთან ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ზურაბიშვილის მოწინააღმდეგეები მას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყებ.
„არ ვარ არცერთი პარტიისა და ორგანიზაციის წევრი, საქართველოს მოქალაქე ვარ, ეს ვერ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან რუსეთის აგენტია, არ მივცემთ უფლებას ივანიშვილის ხელმძღვანელობით მას, რომ გააყალბოს არჩევნები, ესენი არიან გამყიდველები, ბანდიტები, დასრულდა ამათი ბოგინი!“, - განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თეატრიდან გამოსულ ზურაბიშვილს გარეთ დაპირისპირებული მოქალაქეები აღარ დახვდნენ, თუმცა მან თეატრის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა.
„მოვიდნენ, ვინ არიან ეს მოქალაქეები, დაველაპარაკები მათ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თეატრიდან იგი ახალქალაქის პარკში ფეხით გავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
ცნობისთვის, დღეს სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


