რეგიონები
მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება - ნიკა მელია
გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, მხარდამჭერებს ზუგდიდში ხვდება.
შეკრებილებს ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
მელია ასევე ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს შეუერთდნენ.
„28 ოქტომბერს უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი. იცით რატომ? იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ის ღალატობს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ მან აფხაზეთი განგრენად გამოაცხადა და იცით, რატომ მარცხდება უპირობოდ? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა არ დაუშვებს მთავარსარდლად იმ ადამიანს, ვინც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
რაც შეიძლება, მალე დატოვეთ ქართული ოცნების რიგები და შემოუერთდით ხალხს, იმ ხალხს, რომელიც თავისით დადის, გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატის შეხვედრებზე…
მოგატყუათ ოცნებამ? მოატყუეთ ოცნება, გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ხვალინდელი დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


