რეგიონები
მირდატ ქამადაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მირდატ ქამადაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიას კანონდარღვევასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს.
უფრო კონკრეტულად, დეპუტატის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკრებულომ რამდენიმე თვის წინ სტიქიით დაზარალებული ადამიანებისათვის გამოყო თანხები კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად, რაც არის კანონდარღვევა და ამომრჩევლის მოსყიდვა.
„საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიუჯეტით განსაზღვრულ კონკრეტულ პროგრამებში და ქვეპროგრამებში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, 8 – 10 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის ახლა ხდება თანხების გამოყოფა. ეს იკრძალება კანონმდებლობით. ხელისუფლებამ თავის დროზე, როდესაც ეს სტიქია მოხდა ყურად არ იღო ამ ადამიანების თხოვნა და არაფერი იმოქმედა ამის გასაკეთებლად, მაგრამ დღეს, როდესაც უკვე წინასაარჩევნოდ გაუჭირდა ,,ქართულ ოცნებას“, ცდილობს, რომ ამ გზით, კანონის დარღვევის გზით მოახდინოს ამომრჩევლის მოსყიდვა“,- აცხადებს ბათუმის სკარებულოს ფრაქცია ენმს თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


