უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

8 მაისი, 2017 15:05
font-size

მინისტრებმა განახლებული პროფესიული კოლეჯი დაათვალიერეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხის საზღვრისპირა ქალაქ ჯვარში სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ მოინახულეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს, პედაგოგებსა და დამსაქმებლებს შეხვდნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ თანამედროვე განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.

როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს, რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით, ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

ქალაქი ჯვარი საზღვრის მიმდებარე სოფელია და შესაბამისად, კოლეჯში ძირითადი კონტიგენტი დევნილი და სოციალურად დაუცველი სტუდენტია.

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი