მოზაიკა
MINI - ის იუბილე სასტუმრო `Dreamland Oasis`-ში აღნიშნეს
ყველაზე დიდმა კომპლექსმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე - სასტუმრო "Dreamland Oasis"-მა, ზაფხულის ბოლო ვიქენდი სანსეტ ფართით აღნიშნა, სადაც ბრიტანული საავტომობილო ბრენდი და BMW ჯგუფის წევრი - იუბილარი MINI იყო წარმოდგენილი.
MINI - იმ 26 აგვისტოს 49- ე იუბილე იზეიმა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ცოცხალი მუსიკის ფონზე სასიამოვნო გარემოში ზაფხულის ბოლო ვიქენდი გაეტარებინათ.
"დღევანდელი ღონისძიება არის ზაფხულის გაცილების ღონისძიება, თუმცა სეზონი გრძელდება - წინ გველის კიდევ მზე, გართობა და მხიარულება", - განაცხადა სასტუმრო "dreamland Oasis"-ის მარკეტინგის მენეჯერმა ნელი მელითაურმა.
ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis-ი არის ყველაზე დიდი კომპლექსი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, რომელიც სასტუმრო ნაგებობებს, პრემიუმ აპარტამენტებს, რესტორნებისა და რეკრეაციული სისტემების ფართო სპექტრს მოიცავს. 100 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ინფრასტრუქტურა თავისი გასართობი ზონებით ქმნის მრავალფეროვნების მაღალ განცდას და წარმოადგენს საუკეთესო წინაპირობას არაჩვეულებრივი დასვენებისთვის.
"ომეგა მოტორსის" ბათუმის გაყიდვების მენეჯერმა, ზურა კონცელიძემ ღონისძიებაზე MINI-ს ისტორიის შესახებ ისაუბრა.
,,MINI დაიბადა 1959 წლის 26 აგვისტოს ოქსფორდში, ინგლისში. 2001 წელს კი იგი BMW ჯგუფის ოფიციალური წევრი გახდა. "ომეგა ჯგუფმა", როგორც BMW ჯგუფის ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში MINI ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან შემოიყვანა", - განაცხადა ზურა კონცელიძემ.
MINI 1959 წელს სერ ალეკ ისიგონსის მიერ შექმნილი ,,ოსტინ მინის" პირდაპირ შთამომავალს წარმოადგენს, რომელიც 2000 წლამდე იწარმოებოდა. ამავე წელს მინი შეიძინა BMW ჯგუფმა. ახალმა თაობამ სრულყოფილი ტექნოლოგიები, თანამედროვე დონის უსაფრთხოების სისტემები, ხარისხი და საიმედოობა შემატა MINI - ის მთავარ ტრადიციულ ღირებულებებს, როგორიცაა კომპაქტურ ზონებში მოქცეული ოპტიმალური შიდა სივრცე.
MINI-ს გენერალური იმპორტიორი საქართველოში ,,ომეგა მოტორსი" 2011 წლიდან გახლავთ, რომლის შოურუმი თბილისსა და ბათუმში მდებარეობს, სადაც სრული სამოდელო ხაზია წარმოდგენილი.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


