რეგიონები
მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით დაახლოებით 30 ათას ლარს მიიღებენ
მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით დაახლოებით 30 ათას ლარს მიიღებენ. ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ, დავით ქარქაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უშუალოდ კომპანიისგან გაცემული თანხის გარდა, დაღუპულთა ოჯახის წევრები დაზღვევის სახით 20 ათას ლარსაც მიიღებენ.
„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. დღეს ვხვდებით ჭირისუფლებს. კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევაშიც ეხმარება კომპანია დაზარალებულებს. თითოეულ მათგანზე კომპენსაცია, დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოდის. კომპენსაციის ეს ფორმა ყველასთან განურჩევლად იქნება. შემდეგ დაზღვევაზეც იქნება საუბარი, საერთო ჯამში ყველა მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განაცხადა ქარქაშაძემ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
შსს-ს განცადებით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


