რეგიონები
მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ა.დ. დამნაშავედ ცნო.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.დ. 2018 წლის 2 აგვისტოს, ქ. თერჯოლაში, მეუღლეს ე.ს.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და უთხრა რომ ცეცხლს წაუკიდებდა.
,,სამართალდამცველებმა ა.დ. იმავე დღეს ქ. თერჯოლაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ოჯახის ერთი წევრის მიერ, სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ა.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


