მოზაიკა
მეცნიერებმა დაბერების შეჩერების მეთოდს მიაკვლიეს
აშშ-ში, სალკის ბილოგიური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიაკვლიეს მეთოდს, თუ როგორ შეაჩერონ დაბერების პროცესი.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა გამოიყენეს თაგვები, რომლებიც დაავადებულები იყვნენ პროგერიით (დაავადება, რომელიც სწრაფ დაბერებას იწვევს). საექპერიმენტო თაგვების კანის ქსოვილებს ნაწილ-ნაწილ აბრუნებდნენ ემბრიონალურ მდგომარეობაში და ახდენდნენ დნმ-ის გადაპროგრამირებას.
მეცნიერების მტკიცებით, ამ პროცედურის გავლის შემდეგ თაგვები გაახალგაზრდავდნენ, მათი გულის მუშაობაც გაუმჯობესდა და 30%-ით დიდხანს ცოცხლობდნენ, ვიდრე ის მღრნელები, რომლებზეც ექსპერიმენტი არ ჩატარებულა.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ კვლევები წარმატებული აღმოჩნდება ადამიანების შემთხვევაშიც, სიცოცხლის ხანგრძლივობა 108 წელს მიაღწევს.
ადამიანების მონაწილეობით კლინიკური კვლევების დაწყება 10 წელში იგეგმება, - იუწყება Dailymail-ი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


