მოზაიკა
მეცნიერებმა ალკოჰოლის სასარგებლო თვისება დაადგინეს
ამერიკელმა მეცნიერებმა კალიფორნიის უნივერისტეტიდან დაადგინეს, რომ ალკოჰოლი შესაძლოა სასარგებლო იყოს ასაკოვანი ადამიანებისთვის.
მათი დასკვნით, სპირტიანი სასმელების განსაზღვრული დოზა ტვინის მუშაობის ნორმალიზებას უწყობს ხელს.
,,იმ ადამიანების გონებრივი აქტივობა, რომლებიც საერთოდ უარს ამბობენ ალკოჰოლზე უფრო დაბალია, ვიდრე მათი, ვინც განსაზღვრული ოდენობის ალკოჰოლს იღებს“, - ამბობს დოქტორი ლინდა მაკევოი.
კველევაში, რომელიც 1984-დან 2013 წლამდე პერიოდის მონაცემებს ეფუძნება, 1334 ადამიანი მონაწილეობდა.
შედეგად, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული, თუმცა განსაზღვრული ოდენობის ალკოჰოლური სასმელის მიღება დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და ტვინის სხვა ფუნქციებზე ხანდაზმულ ასაკში.
თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ალკოჰოლი არაერთი დაავადების პროვოცირებას ახდენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრმა უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს ზომიერების დაცვა სპირტიანი სასმელის მიღებისას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36


