უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

15 თებერვალი, 2017 18:25
font-size

მეცნიერები ფეხბურთსა და დემენციას შორის შესაძლო კავშირი გამოავლინეს

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ის ფეხბურთელები, რომლებიც რეგულარულად თავით ურტყამენ ბურთს, დემენციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგებიან. აღნიშნული კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Acta Neuropathologica-ში გამოქვეყნდა.

კარდიფისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლიჯების სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ 6 გარდაცვლილი ფეხბურთელის ტვინს. აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ 4 მათგანი ქრონიკული ტრავმატული ენცეფალოპათიით იტანჯებოდა, ხოლო 6-ვეს ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები გამოუვლინდა.

ანგარიშის თანახმად, ეს მამაკაცები ფეხბურთს თამაშობდნენ საშუალოდ 26 წლის განმავლობაში, ხოლო 60 წლის შემდეგ მათ დემენცია განუვითარდათ.

ნევროლოგიის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორ ჰიუ მორისის განცხადებით, ფეხბურთელებში ტვინის ტრავმის მიზეზი უფრო ხშირად ხდება სხვა ფეხბურთელთან შეჯახება ვიდრე ბურთთან თავით შეხება.

ბრიტანეთის საფეხბურთო ასოციაციის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელის ექიმ შარლოტა ქოუვის თქმით, ამ კვლევის შედეგები დაეხმარება სამედიცინო პერსონალს უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს ფეხბურთელთა დაზიანებები თავის არეში.

მეცნიერების თქმით, ფეხბურთის შიგადაშიგ თამაშის მოყვარულები ამ რისკის ზონაში არ ხვდებიან.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა

22 იანვარი, 2026 , 11:22

თბილისს ლეგენდარული ბრიტანული ჯაზ-ფანკჯგუფი "შაკატაკი" სტუმრობდა. მან “თათუზა ჯაზკლუბში” 2 კონცერტი გამართა. ორივემ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯგუფი საქართველოში საპროდიუსერო კომპანია “თაგის არტმა” მო

საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

17 ოქტომბერი, 2025 , 16:52

19 ოქტომბერს თბილისი  პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს  მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ,  ფესტივალი

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი