რეგიონები
მესტიის სოფელ ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში „ნენსკრაჰესის“ და ზოგადად, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესები უდიდეს რისკს შეიცავს და ბუნებას ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის.
აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციები, „სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციის ორგანიზატორი სვანეთის 17 თემისგან შემდგარი კრება – სასვანეთო ლალხორია. კრეება აცხადებს, რომ რეგიონში ახალი ჰესების მშენებლობას არ დაუშვებენ.
სვანეთის თემთა შეკრებამ აქციაზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ არსებული მოთხოვნები გააჟღერა.მოთხოვნებს შორისაა, თემთა საკუთრებაში არსებული მიწების დაკანონება, სვანებისათვის აბორიგენი მოსახლეობის სტატუსის მინიჭება და ადგილობრივთა დაუკითახავად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შეჩერება.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია ჩატარდა როგორც სვანეთში, ასევე თბილისში.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


