უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 სექტემბერი, 2017 15:05
font-size

მესტიაში ერთდროულად სამი მდინარე ადიდდა

მესტიაში ერთოდრულად სამი მდინარე -კოლხურა, დოლურა და მესტიაჭალა ადიდდა. ამის მიზეზი, გადაუღებელი წვიმა და შემდეგ სეტყვა გახდა, რომელიც მესტიას გვიან ღამით დაატყდა.

როგორც ჟურნალისტებს მესტიის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, სტიქიის შედეგად ბეცოს ცენტრში ხიდია წაღებული, სოფელი ცემი კი გარესამყაროს თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი, უშგულის გზაზე კი ღელეები გადმოვიდა.

გამგებლის თქმით, ადგილზე ელოდებიან სპეციალურ ტექნიკას, რომ მოხდეს მდინარეებისთვის კალაპოტის შეცვლა და დროებითი მისასვლელი ხიდების აღდგენა.

„არამარტო მესტიაში, ბეჩოს ცენტრში ორი ხიდია წაღებული, ამოსულია დიდი რაოდენობით წყალი. მდინარე მოსახლეობის ყანებამდე და მინდვრებამდეა მისული. მობილიზებულია ტექნიკა. მუშაობს, როგორც ბეჩოში, ისე მულახში. მძიმე ტექნიკით ვამუშავებთ მდინარეს, გადავუკეთეთ მდინარეს კალაპოტი. ერთი მძიმე ადგილი გვრჩება, ეს არის ჭოლაში სოფელი ცემი,სადაც მდინარემ შეუტია და მოწყვიტა სოფელი მთლიანად გარესამყაროს. ველოდებით ტექნიკას, რომ მდინარეს კალაპოტი შევუცვალოთ და დროებითი მისასვლელი ხიდები აღვადგინოთ“,-აღნიშნა გამგებელმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი