უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 სექტემბერი, 2017 14:40
font-size

მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს

შსს-ს მაშველებმა პოლონელი ტურისტები თეთნულდიდან ჩამოიყვანეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემის გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.

გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.

ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საკვანძო სიტყვები:

პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

16 მარტი, 2026 , 11:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებულ

ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12 მარტი, 2026 , 10:36

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესები ჩასახვა-გააქტიურებას. უწყების ცნობით, წინასწარი ინფორმა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

12 მარტი, 2026 , 10:10

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი. მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

10 მარტი, 2026 , 14:07

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ.ე. საქმი

ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა

9 მარტი, 2026 , 16:47

საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნ

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება

6 მარტი, 2026 , 11:26

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სამ მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი აჭარის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი