რეგიონები
მაშველებმა მწყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელი გადმოასვენეს
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3.600 მეტრ სიმაღლეზე დაშავებული ალპინისტების ევაკუაციის განსახორციელებლად სამაშველო ღონისძიება დღეს 08:00 საათზე განახლდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოსადგურიდან ვერტმფრენით ჩამოიყვანეს ორი მოქალაქე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს გარდაცვლილი მოქალაქე 4.900 მეტრის სიმაღლიდან უკვე გადმოასვენეს.
შეგახსენებთ, რომ მყინვარწვერზე მყოფი 4 მთამსვლელიდან ერთ-ერთს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო. მთამსვლელი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


