რეგიონები
მარტვილში `ქართული ოცნების` მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი ათ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარტვილის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გრიგალავას საარჩევნო შტაბმა საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა.
როგორც მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ბართაიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ალექსანდრე გრიგალავას შტაბი ათ საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვს. საჩივარს საოლქო კომისია ხვალ განიხილავს.
წინასწარი მონაცემებით, მარტვილის 65-ე საარჩევნო ოლქში მერის არჩევნების მეორე ტურია. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ პირველ ადგილზე გასული "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა, მან ხმების 49.7 პროცენტი მიიღო და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. მას 36 პროცენტი აქვს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


