რეგიონები
მარნეულში დაჭრილთა ოჯახის წევრების ინფორმაციით, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ავტომატით იყო შეიარაღებული
მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი ორი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
მარნეულის საავადმყოფოში დაჭრილების ოჯახის წევრები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მყოფ არცერთ პირს არ დაუნახავს, შესაბამისად დაშავებულების ახლობლებისთვის უცნობია, როგორც თავდამსხმელის ვინაობა, ასევე მოტივი.
როგორც ისინი ყვებიან, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ავტომატით იყო შეიარაღებული.
,,პალატკა აქვთ, სადაც ესენი იმყოფებიან ოფისში. არავის დაუნახავს ჩრდილი, ღამე ყოფილა, 11: 00 საათი. შემოსულა ერთი ვიღაც და ესროლა ავტომატით. ინციდენტი არ ყოფილა. არავის არ უნახავს, მაგრამ ავტომატით იყო. იძახიან, რომ ერთი იყო. მიზეზი ჯერ არავინ იცის. დაპირისპირება არ ყოფილა,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაჭრილის ოჯახის წევრმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


