რეგიონები
მარნეულში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა - სოზარ სუბარი
„მარნეულში სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო,” - ამის შესახებ განაცხადა მარნეულში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, სოზარ სუბარმა.
როგორც სოზარ საუბარმა განაცხადა, მარნეულში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და პურის საცხობებისა.
„მარნეულში სრული სიმშვიდეა. ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო. ეს არის მაგალითად, პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ საველე სამუშაოებზე და შეასრულონ, თუმცა ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იჯდეს ორ ადამიანზე მეტი. არ მოძრაობენ ავტობუსები, მიკროავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები. ყველა ჯგუფში არის თითო ექიმი. ეს ჯგუფები განკუთვნილია, რათა თითოეულ ოჯახში შევიდნენ. თავადაპირველად დაიწყებენ იმ სოფლებისა და უბნების შემოწმებას, სადაც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს საფრთხე, ანუ სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და, სადაც ჰქონდათ კონტაქტები. შემდეგ გადავლენ დანარჩენ მოსახლეობაზე. მოხალისეთა ჯგუფების შექმნა გრძელდება. ისინი დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, მოხუცებულებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა ის აუცილებელი საჭიროება, თუკი ასაღები აქვთ პენსია და არის ადამიანი ასაკოვანი, მათ ნაცვლად წავლენ, მოემსახურებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მარნეულში მყოფი მოხალისეები ადგილობრივები არიან.
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
16 მარტი, 2026 , 11:15
ტყიბულის მუნიციპალიტის სოფელ კურსებში გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა - გარემოს ეროვნული სააგენტო
12 მარტი, 2026 , 10:36
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი-მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
12 მარტი, 2026 , 10:10
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
10 მარტი, 2026 , 14:07
ყაჩაღობის ფაქტზე ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივი დაკავებულია - პროკურატურა
9 მარტი, 2026 , 16:47
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
6 მარტი, 2026 , 11:26


